
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში 29 წლის ზვიად თაყაძე უკვე რამდენიმე წელია მარტო ცხოვრობს. დედა რამდენიმე წლის წინ მშობლებმა წაიყვანეს და სხვა სოფელში ცხოვრობს, ხოლო მამა ნათესავის ოჯახშია.
როგორც ზურაბი ამბობს, მამას ნათესავები ფერმაში ამუშავებენ და მის პენსიასაც ისინი იღებენ. არც დედა და არც მამა მასთან არ მიდიან. მარტოობა ზურაბ თაყაძის ერთადერთი პრობლემა არ არის.
მის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ წერა-კითხვის არ ცოდნის გამო, სოციალურ დახმარებას ვერ იღებს, რადგან გორის სოციალურ სამსახურში განცხადებას ვერ წერს.
მისი თქმით, სოციალურ სამსახურში პრობლემის შესახებ იცის თუმცა, მეურვის გარეშე დახმარებაზე უარს ამბობენ. სკოლაში არასდროს უვლია და ამის გამო არ იცის წერა-კითხვა. არც მის მშობლებს ჰქონიათ სურვილი მის განათლებაზე ეზრუნათ.


„მარტო ვცხოვრობ. არც დედა და არც მამა აქ არ ცხოვრობენ. ხანდახან ჯართს ვაბარებ და ასე გავდივარ იოლად. მეზობლები მეხმარებიან, ისინი მაჭმევენ ყოველდღე საჭმელს.
სოციალურ დახმარებას არ ვიღებ, რადგან წერა-კითხვა არ ვიცი და განცხადებას ვერ ვწერ. სკოლაში არასდროს არ მივლია, არც ჩემებს დაუძალებიათ განათლება მიმეღო“, – გვიყვება ზვიად თაყაძე.
























