18:43 | 2021-10-22 ავტორი: თამარ გონგაძე

“ბედნიერი ვარ. მინდოდა, რომ აცრას გაემართლებინა და…” – რა მოხდა ქეთი წიქვაძის ოჯახში

“ბედნიერი ვარ. მინდოდა, რომ აცრას გაემართლებინა და…” – რა მოხდა ქეთი წიქვაძის ოჯახში

ქეთი წიქვაძის (“ჩცდ”-ს ლეკა) ორივე ვაჟმა კოვიდი ისე გადაიტანეს, რომ არც დედისთვის გადაუდიათ და არც ბებიისთვის.

 

ვირუსი ქეთის უმცროსმა ვაჟმა, ილიამ მიიტანა სკოლიდან. შემდეგ უფროს ძმას გადასდო.

 

როგორც მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ გვითხრა, ვირუსს თვითონაც გადაურჩა და მისი ქალიშვილიც.

 

ნანა ლორთქიფანიძე შვილიშვილებთან ერთად

 

ქეთი თვლის, რომ ვაქცინამ იმუშავა და საუკეთესოდ დაიცვა.

 

ქეთი წიქვაძე: – სანამ დადასტურებლად გავიგებდით, რომ ჩემს შვილებს კოვიდი ჰქონდათ, მე და დედა, მათგან თავს არ ვიცავდით.

 

დაბალი სიცხე ჰქონდა უმცროს, ცხრა წლის ილიას და მერე გადაედო უფროსს, 12 წლის გიორგის, უფრო გამოკვეთილი სიმპტომებით. გიორგის მაღალი სიცხე ჰქონდა, ყველაფერი ტკიოდა.

 

2021-10-21"მიუხედავად ჩემი არეულ-დარეული ცხოვრებისა, მამა ყოველთვის გვერდში მედგა" - ნანა ლორთქიფანიძე ბევრი საინტერესო ისტორიით

 

სიმპტომების გამომჟღავნების შემდეგ, მე და დედამ კი დავიწყეთ თავის დაცვა, მაგრამ როგორც ვიცი, ყველაზე გადამდები დასაწყის ეტაპზეა ეს საძაგელი ვირუსი, როდესაც “ყვავის”.

 

მე და დედა აცრილები ვართ, მე “ფაიზერით”, დედა – “ასტრაზენეკით” და ორივე გადავრჩით. ანტიგენიც გავიკეთეთ, პისიარიც და უარყოფითი პასუხები მივიღეთ.

 

ათი დღე გავიდა, უკვე ბიჭებს არანაირი სიმპტომები არ აქვთ, კარგად არიან. იმდენად მსუბუქად გადაიტანეს, ის უფრო მაღელვებდა, სახლში რომ ჩავიკეტეთ და ვერსად გავდიოდით. მე ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებდი, ბავშვები –  სკოლაში ვერ დადიოდნენ. ამ ჩამორჩენას განვიცდიდი.

 

მოკლედ, გავისტუმრეთ, ბედნიერი ვარ, რომ გადავრჩით. მინდოდა, რომ აცრას გაემართლებინა და გაამართლა კიდეც.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X