
ბეირუთში მამაკაცი, რომელიც აფეთქებამ ზღვაში ჩააგდო და 30 საათის განმავლობაში სისხლისგან იცლებოდა, გადარჩა. ამის შესახებ xoonews.com-წერს
ბეირუთის პორტში დასაქმებული მუშის, ამინ-ალ ზაჰედის ფოტო სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ განათავსეს – იგი მითითებული გახლდათ აფეთქების შედეგად გაუჩინარებელ ადამიანთა სიაში.

ამასთან სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, თუ როგორ უჭირავთ მაშველთა წევრებს სისხლით დასვრილი ადამიანი გემის გემბანზე. როგორც გაირკვა, იგი ალ-ზაჰედი აღმოჩნდა.
პორტის თანამშრომელი რაფიკ ჰარირის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მიიყვანეს ბეირუთში.
ექიმები გაოცებული არიან და ვერ მალავენ თავიანთ გაკვირვებას, თუ როგორ მოახერხა ამდენი საათის განმავლობაში მძიმე ჭრილობების ფონზე მყოფმა ალ-ზაჰედმა გადარჩენა.
შეგახსენებთ, რომ ბეირუთში ორი დღის წი მძლავრი აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით აფეთქების შედეგად მიყენებული ზიანი 3-დან 5 მილიარდ დოლარამდეა.
დედაქალაქის გუბერნატორის თქმით, მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 200 000-დან 250 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი, თუმცა მანამდე ქვეყნის პირველი პირები აცხადებენ, რომ ტრაგედია იმ საწყობიდან დაიწყო, სადაც 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა.























