
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბელარუსიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში საქართველოს 153 მოქალაქე დაბრუნდა.
საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, კომპანია “ბელავიამ” 3 მაისს შეასრულა პირველი ეპიზოდური ჩარტერული რეის მინსკი-თბილისის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია “ბელავია” მინსკი-თბილისის რეისს შეასრულებს 10 და 17 მაისსაც.
სპეცრეისების განრიგი, რომლებიც 9 მაისამდე შესრულდება.
2020 წლის 4 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,646 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 9,486 მოქალაქე.






















