16:28 | 2020-05-04 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ბელარუსში არჩევნები ზაფხულში ჩატარდება

ბელარუსში არჩევნები ზაფხულში ჩატარდება

მიუხედავად ეპიდემიოლოგიური ვითარებისა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ზაფხულის ბოლომდე ჩატარდება.

 

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, არჩევნების გადადების საშუალებას „კონსტიტუცია არ აძლევს“.

 

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი მიზეზი, რომ არჩევნები გადავდოთ. ამის საშუალებას კონსტიტუცია არ გვაძლევს. ამიტომ ჩვენ არჩევნების თარიღს უახლოეს მომავალში გადავწყვეტთ.

 

თუმცა ბოლო ვადა აგვისტო უნდა იყოს“, – თქვა ლუკაშენკომ მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონთან ვიდეოკონფერენციის დროს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X