
ბელგიაში 12 წლის გოგო კირონავირუსით გარდაიცვალა. გოგონა კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია ევროპაში. ამის შესახებ ბელგიის ეროვნული კრიზისული ცენტრის წარმომადგენელმა ემანუელ ანდრემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ემოციურად ურთულესი მომენტია, რადგან საუბარი ბავშვზეა. ინფორმაციას independent ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ბელგიაში კორონავირუსით 98 ადამიანი დაიღუპა.






















