
ბელგიაში ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დღეიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბილეთის შეძენა აკრძალა. მგზავრები ბილეთებს მხოლოდ სპეციალურ ავტომატებში შეიძენენ.
ახალი შეზღუდვების თანახმად, ავტობუსებში მძღოლების მოპირდაპირე მხარეს ასასვლელი კარის გაღებაც იკრძალება. ცვლილებების გასაცნობად ყველა გაჩერებაზე სპეციალური განცხადებაა გამოკრული.
დღეს ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში პაციენტთა რიცხვმა 689 შეადგინა.






















