17:39 | 2021-07-25 ავტორი: Prime Time

ბექა მჭედლიშვილი პრემიერ მინისტრის შვილების უნებართვო გადაღების ფაქტს ეხმაურება და ვიდეოს აქვეყნებს

ბექა მჭედლიშვილი პრემიერ მინისტრის შვილების უნებართვო გადაღების ფაქტს ეხმაურება და ვიდეოს აქვეყნებს

მთავრობის სტრატკომის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილი პრემიერ მინისტრის არასრულწლოვანი შვილების გადაღებას ეხმაურება და “ტვ პირველს” სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით პასუხობს.

 

„გუშინ თქვეს თითქოს არ იცოდნენ რომ მანქანაში ბავშვები იჯდნენ და ეგონათ პრემიერის მამა იჯდა“, – წერს მჭედლიშვილი, რომელიც ვერსიას „გაპრავების უსუსურ მცდელობას“ უწოდებს.

 

„კადრებში ნათლად ჩანს რომ იმასაც იღებენ, როგორ ჯდებიან ამ მანქანაში ბავშვები და როდესაც ბრუნდებიან, მაგ დროს მისდევს ჟურნალისტი. ვერ გააპრავებთ, ვერც ამას და ვერც აწი ვერაფერს, ყველაფერზე ჩაგიჯდებით და გამხელთ“, – წერს ბექა მჭედლიშვილი და იქვე აქვეყნებს ფაქტის ამსახველ ვიდეოს.

ავტორი: Prime Time

X