12:31 | 2020-07-30 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ბერა და ნანუკა ვაჟიშვილის 8 თვის იუბილეს აღნიშნავენ – რა ტრადიციას არ ღალატობს წყვილი

ბერა და ნანუკა ვაჟიშვილის 8 თვის იუბილეს აღნიშნავენ – რა ტრადიციას არ ღალატობს წყვილი

უკვე რვა თვეა ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, წყვილს პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც თავიანთი სახელების ინიციალების მიხედვით შეურჩიეს სახელი და ბერუკა დაარქვეს.

 

პატარა ბერუკა პატრიარქმა მონათლა და მას შემდეგ, მშობლები თავიანთ გამომწერებს პატარას ფოტოებით აქტიურად ანებივრებენ. ბერას და ნანუკას უკვე ტრადიციად აქვთ ქცეული, ყოველი თვის 30 რიცხვს განსაკუთრებულად აღნიშნავენ, რადგან მათი შვილი სწორედ ამ რიცხვში დაიბადა.

 

ასე მოხდა დღესაც. მათ ბერუკასთან ერთად საცურაო აუზში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს და პატარა ბიჭუნას ასე მიულოცეს. ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. გამომწერები პატარა ბერუკათი აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X