
ბერა ივანიშვილი ავსტრალიის ხანძარს Instagram-ის მეშვეობით ეხმიანება.
„ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა ავსტრალიაზეა. ამჟამად ვეძებ დახმარების და პროცესში ჩართვის გზებს. მანამდე კი მოდით გავზარდოთ ცნობიერება და გააზიარეთ ეს პოსტი თქვენს გვერდებზე. ავსტრალიის ხანძრის შედეგად დაიწვა 12 მილიონი აკრი, რაც უფრო მეტია, ვიდრე კალიფორნიის, ამაზონის და ციმბირის ხანძარი ერთად აღებული. კლიმატის ცვლილება რეალურია“, – წერს ბერა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, ივანიშვილმა საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარი გადარიცხა.






















