17:21 | 2020-04-04 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ბერლინი ვაშინგტონს გერმანიისთვის განკუთვნილი ნიღბების მისაკუთრებაში სდებს ბრალს

ბერლინი ვაშინგტონს გერმანიისთვის განკუთვნილი ნიღბების მისაკუთრებაში სდებს ბრალს

ბერლინის ადგილობრივმა ხელისუფლებამ აშშ-ს „თანამედროვე მეკობრეობაში“ დასდო ბრალი, მას შემდეგ რაც 200 ათასამდე სამედიცინო ნიღაბი, რომელიც გერმანიისთვის იყო განკუთვნილი, ამერიკაში გადააგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ბერლინის შინაგან საქმეთა ოფისის ხელმძღვანელი ანდრეას გიზელის თქმით, ამერიკული წარმოების ნიღბებს FFP2-ს, რომელიც ბერლინის პოლიციისთვის იყო განკუთვნილი, ბანგკოკში კონფისკაცია გაუკეთეს და უკან აშშ-ში დააბრუნეს.

 

ცნობისთვის, ამერიკულ კორპორაცია 3M-ს, რომელიც აწარმოებს ამ ნიღბებს, აუკრძალეს თავიანთი პროდუქციის ექსპორტი სხვა ქვეყნებში ჯერ კიდევ კორეის ომის ეპოქის დროს. პარასკევს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წარმოების კანონის შესაბამისად, ის ითხოვს ამერიკული კომპანიებისგან სამედიცინო აღჭურვილობის წარმოების ზრდას ქვეყნის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.  „ეს პროდუქცია ჩვენ გვჭირდება შიდა მოხმარებისთვის და ეს უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

 

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მათ N95-ის 200 ათასამდე რესპირატორი, 130 ათასამდე ქირურგიული ნიღაბი და 600 ათასამდე ხელთათმანი მიიღეს. ამასთან არ დაუკონკრეტებია, თუ რა გზით მოხვდა ეს პროდუქცია ამერიკელებთან.

 

ადრეას გიზელი აცხადებს, რომ ბერლინისთვის განკუთვნილი ნიღბების მისაკუთრება „თანამედროვე მეკობრეობის აქტია“ და ტრამპი ადმინისტრაციას მოუწოდა, რომ დაიცვას საერთაშორისო ვაჭრობის წესები. „ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს ასე არ ექცევიან. გლობალური კრიზისის დროსაც არ შეიძლება ველური დასავლეთის მეთოდების გამოყენება“, – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

 

გერმანიის განცხადება ამერიკის მისამართით ევროპული ქვეყნების პირველი ჩივილი არ არის. საფრანგეთში რეგიონალურმა ხელისუფლებამ განცხადა, რომ ამერიკელები „ცხვირ წინ ყიდულობენ“ სამედიცინო ნიღბებს.

 

რეგიონალური საბჭოს ილ-დე-ფრანსის თავმჯდომარე ვალერი პერესსმა სამედიცინო ნაღბებზე ბრძოლას „განძთა ნადირობას“ შეადარა. „მე ვიპოვე ნიღბების პარტია, მაგრამ ამერიკელებმა, და აქ არ ვსაუბრობ ამერიკის ხელისუფლებაზე, მათ დაგვასწრეს და სამჯერ მეტი შესთავაზეს მწარმოებელს, თანაც მზად იყვნენ ფული წინასწარ გადაეხადათ“, – აცხადებს ფრანგი პოლიტიკოსი.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის ანტირეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. კოვიდ-19-ს ამჟამად 277,607 ამერიკელი პაციენტი მკურნალობს. დაღუპულია 7,406 ადამიანი, ხოლო 12,283 გამოჯანმრთელდა.

 

რატომ არ გაამართლა ამერიკის ჯანდაცვის სისტემამ? ამის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე:

 

3 მიზეზი, რის გამოც აშშ კორონავირუსს მოუმზადებლად დახვდა
2020-04-033 მიზეზი, რის გამოც აშშ კორონავირუსს მოუმზადებლად დახვდა

 

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X