15:50 | 2020-03-25 ავტორი: Prime Time

ბესიკ ამირანაშვილი ახალციხეში არსებული სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

ბესიკ ამირანაშვილი ახალციხეში არსებული  სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი კოპაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეში სამედიცინო დაწესებულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

 

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა კლინიკა „იმედი“ და „ევექსი“ დაათვალიერეს და მედპერსონალს გაესაუბრნენ.  სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების თქმით,  კორონავირუსთან დაკავშირებით,   სიტუაციის გართულების შემთხვევაში კლინიკები აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და მზად არიან მოემსახურონ პაციენტებს.

ავტორი: Prime Time

X