14:09 | 2020-12-29 ავტორი: Prime Time

ბესიკ ამირანაშვილმა 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა

ბესიკ ამირანაშვილმა  2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა

სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა, სადაც 2020 წელს გაწეული მუშაობისა  და 2021 წლისთვის  განსახორციელებელი პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

 

სხდომას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტების მერები, მოადგილეები და საკრებულოს თავჯდომარეები.

 

სახელმწიფო რწმუნებულმა შეაჯამა  რეგიონში 2020  წელს განხორციელებული  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ პროექტები.

 

მასშტაბური პროექტები:

  • დაგეგმილია აბასთუმნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი რაც მოიცავს ისტორიული სახლების რეაბილიტაციას,დაბის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მდინარის ნაპირსამაგრ სამუშაოებს, პარკი„როშას“ რეაბილიტაციას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობას.

 

  • დაწყებულია , მიმდინარეობს და იგეგმება დაბა ბაკურიანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ბმაშია 2023 და 2025 წლების საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებთან.

 

  • ასპინძის მუნიციპალიტეტში განხორციელდება დ.ასპინძის ოთის,ოშორის,იდუმალის სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, მოხდება წყალშემკრები აუზების რეაბილიტაცია, საფილტრი ნაგებობების მშენებლობა, ავტომატიზირებული საქლორატოროების მშენებლობა, დაზიანებული ქსელის შეცვლა, წყლის დებეტის გაზრდა-ტენდერი შედგა, ხელშეკრულების გაფორმების პროცესია

 

  • დაიწყება წაღვერის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია- მიმდინარეობს პროექტირება;

 

  • მიმდინარეობს ვალეში წყალსადენი სისტემის სრული რეაბილიტაცია;4988585ლ.

 

  • მიმდინარეობს ქ.ახალციხის და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება. პროექტის განხორციელების შემდეგ ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

 

  • გაგრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის 77 კმ. გზის რეაბილიტაცია, ზეკარის უღელტეხილზე 3 კმ. სიგრძის გვირაბით. დასრულდება 2024 წელს.

 

 

  • გაგრძელდება ხულო-ზარზმის გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის  სამი ეტაპი, დასრულდება  2022 წელს.აბსთუმნის 51 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდება მდინარის კალაპოტის გასწვრივ სრულად ინფრასტრუქტურის  მოწესრიგებაზე

 

  • 2021 წელს დასრულდება ახალქალაქთან მისასვლელი გზის 9 კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია .

 

  • დასრულდა ახალქალაქი-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მიმართულებით 23 კმ. საგზაო მაგისტრალის მშენებლობა აგრეთვე ახალქალაქის შემოვლითი გზის 2.3 კმ. გზის რეაბილიტაცია

 

  • დაიწყება ქალაქ ახალციხეში ყოფილი „მესაზღვრეთა ქალაქის“ რეკონსტრუქცია – განვითარება.  ამ დროისთვის, დაწყებულია  საბავშვო ბაღის მშენებლობა 150 ბავშვზე.

 

 

  • დიწყება ქალაქ ახალციხეში ტბის მიმდებარე ინფრასტრუქტურის განვითარება – ველობილიკები, სამი სტადიონი, ბავშვთა ატრაქციონები, შადრევანის აღდგენა, დასასვენებელი ზონის მოწყობა.
  • დაიწყება ახალციხეში საცურაო აუზისა და სპორტკომპლექსის მშენებლობა.

 

  • დასრულდა 2 სკოლის მშენებლობა ჩუნჩხასა და პტენაში , 2021წელს დასრულდება 5 სკოლის ( ჭაჭარაქი,ორლოვკა,ბენარა,ღორთუბანი,ორგორა) მშენებლობა და 10 სკოლის  კაპიტალური რეაბილიტაცია და სხვა.

 

  • აღსანიშნავია აგრეთვე ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფ. ჭიხარულასა და ბალანთის გზების რეაბილიტაცია. გზის მოწყობა გაგრძელდება 2021 წელს სოფ. ტაბაწყურამდე.

 

  • მიმდინარეობს და გარძელდება ვაჩიანი-ოკამი- გოგაშენი გზის რეაბილიტაცია, მოასფალტებულია 9 კმ. დარჩენილია 11 კმ.

სხდომაზე ასევე განიხილეს  ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის 2020 წლის გაწეული სამუშაო ანგარიში. აიპის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე , საანგარიშო პერიოდში სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობა და მიმართულებები გააცნო. მოხდა  2020 წლის ანგარიშისა და 2021 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის წარდგენა.

 

 

(R)

ავტორი: Prime Time

X