16:54 | 2021-05-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ბევრ ეჭვს იწვევს… შეიძლება ცოცხალია“ – რას ამბობდნენ რიონის ხეობის მცველები 25 დღის წინ მდინარეში გაუჩინარებულ მამაკაცზე

„ბევრ ეჭვს იწვევს… შეიძლება ცოცხალია“ – რას ამბობდნენ რიონის ხეობის მცველები 25 დღის წინ მდინარეში გაუჩინარებულ მამაკაცზე

მდინარე რიონში 25-დღიანი გაუჩინარების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის, ის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

 

დღეს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საძიებო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა. უწყება ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით. ნიკოლოზ ანთიძეს 10 აპრილიდან ეძებენ.

 

რატომ გადახტა მდინარეშე ახალგაზრდა მამაკაცი? ამ კითხვაზე გამოძიებას პასუხი ჯერ არ აქვს, რიონის ხეობის მცველები კი, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ნიკა ანთიძესთან და ფაქტის თვითმხილველებიც არიან, არ გამორიცხავდნენ, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. მათი ნაწილი ნიკა ანთიძის ხელისუფლებასთან კავშირზე მიანიშნებდა და ეჭვს გამოთქვამდა, რომ რეალურად ის ცოცხალია.

 

ნუგზარ გოდოლაძე:

 

„ნიკოლოზ ანთიძეზე, რაც გავიგეთ ჩვენ, რომ ამერიკის საბუთები ჰქონდა გამზადებული, თან რამდენიმე სტილის ძალიან კარგი მოცურავე ყოფილა. ეს გავიგეთ, მას შემდეგ რაც დავიწყეთ გამოკვლევა. დედა გარდაცვლილი ჰყავს და მამა არის ამერიკაში.

 

შოთა რაზმაძე:

 

„სამომავლო გეგმები ჰქონდა ამ ბიჭს, ამერიკაში მიდიოდა სულ მალე, ვიზა ჰქონდა მზად. არ ვიცით რა მოხდა ან რატომ მოხდა, გაუგებარია ყველასთვის. ეს ინფორმაცია გავიგეთ მისი ახლობლებისგან. კერძოდ ბიძისგან და ბიძაშვილისგან.

 

ერთ-ერთი სტუმარი როგორც ყვება, ტელეფონი მიაწოდა მას და ჩემს მეგობარს მიეციო და ამის შემდეგ გადახტა. ამას მოჰყვა მისი ყვირილი და ამ ყვირილზე გამოვედით ყველანი“.

 

გიორგი კაცელაშვილი:

 

მამაოებმა აკურთხეს ბანაკის ტერიტორია. სიგარეტის მოწევა არ შეიძლებოდა და მეგობრები გადიოდნენ მდინარის პირას. მეგობრებს გავყევი, ხან ყავას ვსვამდით, ხან ჩაის. რომ გამოვედით კარვიდან და მივდიოდი გავიგე გარბენის და წყალში ჩახტომის ხმა და რომ გავიხედე ბიჭი იყო წყალში“.

 

შოთა რაზმაძე:

 

„შევედი რიონში, მაგრამ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მიცურავდა მეორე მხარეს შუაგულისკენ და ვერ მივხვდი რა ხდებოდა ამიტომ დავიწყე ყვირილი აქეთკენ გამოცურეთქო. ვიფიქრე მხარე აერია.

 

ნუგზარ გოდოლაძე:

 

„მდინარეს მოყვებოდა ადამიანი, მხოლოდ თავი ჩანდა. ის ისეთი მდინარეა პირდაპირ მოედინება და 90 გრადუსიან მოხვევას აკეთებს და ვიფიქრეთ ჩავარდა ადამიანი და ცდილობს გამოვიდეს. ჩვენ ვეძახდით გამოდითქო, ამ მხარეზე მოიწიე, რომ გამოხვიდე კუთხეშითქო.

 

გიორგი კაცელაშვილი:

 

„მდინარე როგორც კი შემოდის ადიდებულზე, იმ ხეებს პირდაპირ ნაპირზე აგდებს. და არ ცდილობდა გამოსვლას. რომ გავიხადე და უნდა შევსულიყავით წყალს წაღებყლი ჰქონდა და ბიჭებიც გაეკიდნენ და ჰქონდა მას გადარჩენის შანსი. ბიჭებმა ჯოხებიც გავუწოდეთ, თოკებიც გადავუგდეთ, არ მოკიდა ხელი არაფერს. მოტრიალდა და ცურვა გააგრძელა. ხელი არ მოუსვია, წყალზე იცით როგორ მიდიოდა? მინარნარებდა, როგორც ნაფოტი წყალზე. ვეძახდით და არც გამოუხედია ჩვენკენ“.

 

ნუგზარ გოდოლაძე:

 

„მოსახვევის იქითაც ჩვენი ბიჭები, რომლებიც კინაღამ დაგვეხრჩნენ, იმის იქით იდგნენ 2-3 ადამიანი, სადაც მდინარე მოხვევას აკეთებს და შემდეგ სწორდება.  ვინები იყვნენ  არ ვიცი. არ ვიცი ჩვენიანები იყვნენ თუ არა, არამგონია. როგორც მე ვიცი, ერთერთი პირი იყო დავით ჯანიაშვილი, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ მერე თქვეს რომ იქ იყო დავით ჯანიაშვილი, რომელთან ერთადაც მოვიდა ეს პიროვნება“.

 

მაკა სულაძე:

 

„როდესაც ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, ეგრევე დავიწყეთ ძებნა ჩვენი ბანაკიდან, თუ ვინ იყო ეს პიროვნება და ერთადერთი საშუალება გვქონდა, რომ დაგვეხედა ჩვენ საერთო გადაღებულ ფოტოზე. იქ მეცნო ეს ბიჭი. მეორე ადამიანი, რომელსაც ახლდა ეს ბიჭი, იყო დათო ჯანიაშვილი და ის ადამიანი უკვე პოლიციას ყავდა წაყვანილი და მასთან კომუნიკაციის საშუალება არ მომეცა. მეც ძალიან მაინტერესებდა, როგორ მოვიდა ჩვენამდე და რა ურთიერთიბა ჰქონდათ ამ ორ პიროვნებას ერთმანეთთან“.

 

ნუგზარ გოდოლაძე:

 

„ნიკოლოზ ანთიძესთან არ მქონია შეხება, მანამ სანამ არ ჩამოვიდა. დავით ჯანიაშვილთან მქონდა მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი. ისინი სანამ თბილისიდან წამოვიდოდნენ 5-6 დღით ადრე დავითს ჰქონდა ჩემთან კომუნიკაცია, მაგრამ საიდან ჰქონდა ჩემი ტელეფონის ნომერი არ ვიცი.  დამირეკა რომ ჩვენთან უნდოდა შემოერთება. ისეთ საქმეს აკეთებთ, ჩვენც გვინდა ჩვენი წვლილი შემოვიტანოთ და როგორ ჩამოვალთო მკითხა. მე მივეცი ინფორმაცია, რომ გუმათში არის დაკეტილი გზები, უშლიან გადაადგილებას და ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ეცდები, რომ ვიღაც ლეჩხუმელის სახელი და გვარი უთხრა შეიძლება გამოგიშვან, მაგრამ იქნება გადაკონტროლებათქო. ის მოვიდა ხუთშაბათი დღე იყო, მომესალმა ეს მე ვარ დათო, რომელიც გეკონტაქტეთო და ჩემთან ერთად არის ნიკაო, გამაცნო. შევუძეხი კარავში, გავაცანი ადგილობრივი წესები. რომ გავყვეთ ქრონოლოგიურად, ეს პიროვნებები რომ მოვიდნენ ჩვენთან არ მოსულან ჩვენთან პოლიციის თანამშრომლები და არ უკითხავთ, რომ ეს მანქანა საიდან მოვიდა, რატომ დადგა. ჩემი ძმა, რომელიც სოფელში მიდიოდა, დატვირთული იყო მასალით არ გაატარეს და იქაც რომ მოვიდა დიდი შეხლა-შემოხლის შემდეგ გამოატარეს, ჩემთან ამოიარა და ვერ ჩამოვიდა მანქანიდან, რადგან მოვიდა პოლიცია და უთხრეს რომ უნდა წასულიყო. მაგრამ ეს პიროვნება, როცა მოვიდა და თავისი მანქანით დადგა, არავინ არ მოსულა პოლიციის თანამშრომელი და არ უკითხავთ რჩები თუ მიდიხარ. აქ კი რაღაც კითხვები გამიჩნდა ძალაუნებურად“.

 

მაკა სულაძე:

 

„რადგან უცხოები იყვნენ, ჩავთვალე რომ მარშუტკით შემოაღიწეს, მაგრამ ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ ამ სამი დღის განმავლობაში იქ პოლიციის წინ, რომელიც ყოველდღე გვაკონტროლებს, გვთვლის, ფოტოებს გვიღებს და ყველა პროცედურას ატარებს ჩვენი იდენტიფიაციისთვის, სამი დღე დგას ჯიპი და რატომღაც პოლიციას ეს მხედველობიდან გამორჩა. ძალიან გამიკვირდა ეს ამბავი“.

 

გიორგი კაცელაშვილი:

 

„ბუზი ვერ შემოუფრინდებოდათ ხალხო (პოლიციას). იცოდნენ, კონტროლი აღებული ჰქონდათ ვინ რა მანქანით იყო. იმიტომ რომ ბანაკის წესი ესეა. მითხრან და დამირწმუნონ, რომ ესენი ამას არ აკეთებენ. ვერ გამორჩებოდათ, როდესაც მანქანა ჩავიდა-ამოვიდა, ყველა მანქანის ნომრები აქვთ და იციან ვინ საიდან არი“.

 

მაკა სულაძე:

 

„ჯერ კდიევ გონს არ ვიყავით მოსული, ვარკვევდით ვინ იყო ეს ადამიანი, რომელიც წყალში ჩავარდა, რომ უკვე ინფორმაცია გავრცელდა, რომ კარვებში ქეიფობდნენ და ერთ-ერთი ნასვამი ადამიანი წყალში გადახტა და ამის შემდეგ ძალიან მენიშნა, უკვე  მეორე დღეს კარვების დაშლის მიზეზი. ვკითხე ბატონ სულხან თამაზაშვილს, რომელმაც თქვა, რომ აქ უსაფრთხო აღაარაა თქვენი  ყოფნა, რადგან ასეთი შემთხვევები ხდება, ადამიანები წყალში ხტებიან და კარვის დაშლის დროს იყო ძალიან შოკისმომგვრელი გახსნილი არყის ბოთლის ჩადება, ჭიქებში ჩასხმული, ლუდი იდგა მაგიდაზე“.

 

ნუგზარ გოდოლაძე:

 

„ეს იყო კარგად დადგმული სპექტაკლი მაგათი მხრიდან, მათ ჰგონიათ რომ კარგად დადგეს. ამას მიმტკიცებს ისიც, რომ მეორე დღესვე მოხდა ჩვენი კარვების დაშლა და ჩვენი იქიდან გამოყვანა. ამას ისიც ემატება რომ ჩვენი საპოლიციო ძალები, უშუალოდ სულხან თამაზაშვილი იყო მოსული და თქვა – თქვენ გიცავთ, რომ მდინარე არის მაქსიმალურ ზღვარზე აწეული და კარვები უნდა დაიშალოს და კიდევ რომ ვინმე არ გადახტეს და არ დაიღუპოს ესეც იყო მათგან ნათქვამი, მაგრამ მაშინ ყველგან შეიძლება დაემართოს. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. თუ ადამიანის მიმართ ხორცილედება სამძებრო სამუშაოები, მითუმეტეს წყალში არის ადამიანი დამხვრჩვალი, იმ პერიმეტრზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძიმე ტექნიკის მუშაობა, რომელიც ამ კლდის ნამტვრევებს ყრის მდინარეში. შეიძლება იმ ადგილზეა ზუსტად, მე თუ ვფიქრობ ამას, მაშველები, რატომ ვერ ხვდებიან“.

 

გიორგი კაცელაშვილი:

 

„ძალიან ბევრ ეჭვს იწვევს. იმ მომენტშივე წავიდა ამაზე საუბარი. ვერანაირი მიზეზი ვერ მოძებნეს ჩვენი იმ მიწიდან გაყრის, ჩატარდა მსგავსი ოპერაცია, რამაც ეს შედეგი აქამდე მოიტანა. იბადება კითხვა – აქამდე თუ ვერ შეძლეს ჩვენი აქედან გაყვანა, შეეცადნენ, ყველაფერია მოსალოდნელი“.

 

ნუგზარ გოდოლაძე:

 

„მე არაფერს არ გამოვრიცხავს. ესენი ამბობენ დაიღუპაო, მაგრამ შეიძლება დღეს ცოცხალიცაა. სანამ არ აღმოჩნდება გვამი და ეს გვამი არ იქნება წარდგენილი ექსპერტიზაზე და არ ამოიცნობენ და არ დადასტურდება, რომ ნიკოლოზ ანთიძეს ეკუთვნის ეს გვამი, მანამდე ჩვენ დაღუპულად არ ვთვლით“.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X