
„ბევრი ქვეყნის პირველი პირი აიცრა, ჩვენი პრეზიდენტი, მინისტრი, მეტი რა ვქნათ?!“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ბრიფინგზე ისაუბრა.
„ასტრაზენეკა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, დადგინდა ეს, ყველა მკაცრმა მარეგულირებელმა გააკეთა განცხადება.
ძალიან ბევრი ქვეყნის პირველი პირი აიცრა, ბორის ჯონსონი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, კორეის პრეზიდენტი თუ პრემიერი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ბოლოს და ბოლოს ქალბატონი სალომე, ჯანდაცვის მინისტრი, მეტი რა ვქნათ?!“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.























