
მარინა ბერიძე სოციალურ ქსელში 96 წლის, უცხოელი ხანდაზმული ქალბატონის ცეკვის კადრებს აქვეყნებს წარწერით – “მხიარულად დავხვდეთ ასაკს. ცეკვა ვიცით და ყველაფერი.”
როგორც გავარკვიეთ, ცეკვა ძალიან უყვარს. ბოლოს, ორი წლის წინ, 70 წლის იუბილეზე იცეკვა და როგორც ამბობს, თავზე დაიმხო “ოტიუმი”.
მარინა ბერიძე: – ძალიან მიყვარს ცეკვა. კარგად ვცეკვავდი. ახლა ეშმაკურად ისეთ მოძრაობებს ვაკეთებ, რომ სუნთქვა დასტაბილურებული მქონდეს. ბოლო დროს აღარ მეცეკვება, მაგრამ მიყვარს.
მე მთელი არსით ვემზადები, რომ ასაკის მატებასთან ერთად ტრაგედია არ მოვიწყო.
ბოლოს 70 წლის იუბილეზე, “ოტიუმში” ბევრი ვიცეკვე. დათო გომართელი, “ნიუტონი”, სხვადასხვა ასაკის მომღერალი მღეროდა. ძალიან მოვილხინეთ… და დავიმხე იქაურობა.
Amazing dance by 96 year old lady 😍
Who elses Grandma will dance like this at 96?😍✨😱🎉📸 Video by – toddgoodmanarts & the.dancing.nana
Posted by Celebration Cottages on სამშაბათი, 26 ნოემბერი, 2019






















