15:45 | 2021-10-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“

ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“

როგორც ცნობილია, თბილისის მერი კახა კალაძე ქველმოქმედებით გამოირჩევა, თუმცა, ამაზე ხმამაღლა საუბარი არ უყვარს. ანიტა ფაცაციას ოჯახის ახლობელი, თამრიკო მოლაშვილი ბევრისთვის უცნობ ფაქტს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს, როგორ გადაურიცხა თბილისის მერმა ანიტას ბებიას ანგარიშზე 30 000 ლარი.

ამ ხატის წინაშე განსაკუთრებით ლოცულობენ მატერიალური სიდუხჭირის ჟამს
2021-10-28ამ ხატის წინაშე განსაკუთრებით ლოცულობენ მატერიალური სიდუხჭირის ჟამს

 

თამრიკო მოლაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოსვლასა და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, რადგან თბილისის მერის მიმართ ამით გამოხატოს მადლიერება.

 

„ანიტა ჯერ ისევ ავსტრიაში იყო, მისი სიცოცხლისათვის ბრძოლა იწყებოდა. მანანა თოქმაჯიშვილს (თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი) ვურეკავ. მერიისგან ფინანსურ დახმარებას ვთხოვ.

 

– თამრიკო, ვიდრე საბუთები არ გვექნება, ვერაფერს გავაკეთებთ.

 

– მანანა, გერმანიიდან საბუთები როდის ჩამოვა? ჯერ ვერ მოხერხდება მისი მოწოდება.

 

– კარგი, თამრიკო. დაველაპარაკები კახის.

 

ორი დღის შემდეგ ანიტას ბებიის ანგარიშზე 30 000 ლარი დაჯდა. კახა კალაძემ საკუთარი ანგარიშიდან გადაურიცხა ანიტას. ეს ამბავი იქნებ არც გამეხსენებინა, მისგან ბევრი ასეთი ფაქტი რომ არ მახსოვდეს.

 

აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში. ჩემი ერთი ხმა არ დააკლდება კახა კალაძეს. კიდევ ერთხელ გმადლობ კახა!“, – წერს თამრიკო მოლაშვილი.

 

ასევე ნახეთ: კახა კალაძის ოჯახური გარემო

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X