
საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გია ყარყარაშვილმა გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ მის რთულ და ტრაგიკულ ისტორიაზე ისაუბრა.
გადაცემის წამყვანმა გია ყარყარაშვილს მისი ეტლში მოხვედრის ისტორიაზე საუბარი სთხოვა.
„პირველი აფეთქება მანქანაში – მე და ავთანდილ ჯორბენაძე, თათბირიდან მოვდიოდით და იქ აგვაფეთქეს.
შემდეგ ისტორია გრძელდება მეორე-მესამე აფეთქებით, მკვლელობების შეკვეთებით, მკვლელების მოგზავნა, თვითმფრინავში ნაღმის დადება, რომელიც საბოლოოდ დასტურდა.
25 იანვარს 1995 წლის, წინა დღეს აკადემიის უფროსის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ ინფორმაციაა შემოსული შენს შესახებ, რომ იარაღით დადიხარ და დაკავებას გიპირებენო რითაც მაიძულეს, რომ ეს იარაღი წინა დღით სხვისთვის მიმეცა და შევგუებოდი მოსახდენს.
ორი ადამიანი დავინახე, რომელიც ჩვენსკენ წამოვიდა და შევხვდით შეგუებული, არ შეიძლება ადამიანი 20-30 ჯერ გადაურჩეს სიკვდილს, თუმცა მაინც აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთხელ გადავრჩით. 6-7 ტყვია მომხვდა, ორი იყო საინტერესო, დანარჩენი არა. ერთი კი საკონტროლო იყო“ – განაცხადა გია ყარყარაშვილმა.