19:41 | 2020-06-05 ავტორი: თამარ გონგაძე

“ბევრმა არც იცის, რომ კახის ძმა ოპერის მომღერალია, ეს არ მწყინს” – იმერ კავსაძე იუბილარ ძმაზე

“ბევრმა არც იცის, რომ კახის ძმა ოპერის მომღერალია, ეს არ მწყინს” – იმერ კავსაძე იუბილარ ძმაზე

კახი კავსაძეს ორი წლით უმცროსი ძმა ჰყავს. ლირიკული ტენორი იმერ კავსაძე იუბილარ ძმას დაბადების დღეს “პრაიმტაიმის” მეშვეობით ულოცავს. როგორც მომღერალი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, კახი რომ მსახიობი არ ყოფილიყო, ის მომღერალი გახდებოდა.

 

იმერ კავსაძე: – ჩვენს შორის ორი წელია განსხვავება და წარმოიდგინეთ, ჩვემი ძმობა როგორი უნდა იყოს. ძალიან თბილი და ყურადღებიანი ძმაა. როგორც გამოიყურება ისეთი ძმაა. არ შეცვლილა, არ გამოცვლილა. როგორიც იყო ბავშვობაში და ახალგაზრდობაში, ისეთია ასაკშიც.

 

Iverieli: კახი კავსაძე დედასთან, თამარ ...

 

კახის ყველა როლი მიყვარს. კახი რომ სცენაზე გამოდის, თამაშობს იმას, რაც უნდა ითამაშოს, სიმართლეს თამაშობს.

 

ბევრმა არც იცის, რომ კახი კავსაძის ძმა ოპერის მომღერალია. თქვენ თუ გგონიათ მწყინს, არა, ნამდვილად არა! ჩვენ ბავშვობიდან ვაგროვებდით კარუზოს ჩანაწერებს. საოპერო სიმღერით ვიყავით გატაცებული.

 

შეყვარებული მამაკაცის სიმბოლო - კახი 85 წლის გახდა
2020-06-05შეყვარებული მამაკაცის სიმბოლო - კახი 85 წლის გახდა

 

კახი რომ მსახიობი არ გამოსულიყო, მომღერალი გახდებოდა. “მრავალჟამიერი” უყვარს, სუფრასთან სულ მღერის “მრავალჟამიერს”.

 

როგორ ფიქრობთ, რატომ უყვარს ხალხს კახი?

 

– გულკეთილია და იმიტომ უყვართ. თავის სიცოცხლეში არავისი არაფერი შეშურებია. მიუხედავად იმისა, რომ მე და კახის ძალიან ბევრი რამ გვაკლდა, არასოდეს შეგვშურებია. ალალია, დიდი ტალანტის მქონე კაცია და უყვართ.

 

Iverieli: კახი კავსაძე ძმასთან, იმერი ...

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X