14:56 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

ბევრმა სასულიერო პირმა თქვა, რომ თავად ჟურნალისტები იქცეოდნენ გამომწვევად – მიტროპოლიტი დავითი

ბევრმა სასულიერო პირმა თქვა, რომ თავად ჟურნალისტები იქცეოდნენ გამომწვევად – მიტროპოლიტი დავითი

„ბევრმა სასულიერო პირმა თქვა, რომ თავად ჟურნალისტები იქცეოდნენ გამომწვევად -” ასე შეაფასა ალავერდის ეპარქიის მეუფემ, მიტროპოლიტმა დავითმა, თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენები და ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება.

 

„5 ივლის სასულიერო პირები თუ მონაწილეობდნენ, მე არ ვფიქრობ, რომ ისინი მონაწილეობდნენ ვინმეს შეურაცხყოფასა და ცემაში.

 

უბრალოდ მოძღვრები იქ იყვნენ მისულები იმისათვის, რომ ასეთი უმართავ სიტუაციაში მრევლის ნაწილი დაეცვათ ანგარიშმიუცემელი ქმედებებისგან. კადრები ჩვენც ვნახეთ და ერთი შეხვედით შეიძლება აღიქმებოდეს, რომ იქ შეურაცხყოფაში სასულიერო პირებიც იყვნენ ჩართულები, მაგრამ არ არის სწორი. ეს ცილისწამებაა, რომელიც უკვე დიდი ხანია გრძელდება ეკლესიის და სასულიერო დასის იერარქების, მღვდლების პატრიარქის და მრევლის მიმართ.

 

რაც შეეხება იმას, რომ გაილახნენ ჟურნალისტები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ეს ფაქტი მისაღები არ არის, ალბათ, ამას გამოძიება დაადგენს, მომხდარი ფაქტის გამომწვევ მიზეზებსა და ვთქვათ, დამნაშავე პირებს ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუმცაღა, როდესაც აი ასეთი ხალხმრავალი შეკრებები ხდება და კვირებით უკვე წინასწარ, ხელოვნურად ხდება დაძაბული ფონის შექმნა, აქ ადამიანები სუსტები ვართ.

 

დაველოდოთ გამოძიებას, მაგრამ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თავად ჟურნალისტები იქცეოდნენ გამომწვევად, კითხვებს სვამდნენ შეუსაბამოს. მომხდარის გამომწვევი მიზეზები ამიტომ არის გამოსაძიებელი, რომ ბევრმა სასულიერო პირმა თქვა, რომ ჟურნალისტები იქცეოდნენ თავად გამომწვევად. რა თქმა უნდა, ეს ცემას არ ამართლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში პასუხისმგებელია როგორც ერთი, ისე მეორე მხარე. რაც შეეხება გარდაცვლილ ახალგაზრდას, გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ამ მიზეზით გარდაიცვალა თუ არა,“- თქვა მეუფე დავითმა.

 

5 ივლისს,თბილისში პრაიდის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ალავერდის ეპარქიის სასულიერო პირები და პატრიარქის ჩოხოსანთა სადროშოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X