15:37 | 2020-12-24 ავტორი: Prime Time

ბეჟან წაქაძე მინისტრობის კანდიდატებს: უფალი იყოს თითოეული თქვენთაგანის მფარველი

ბეჟან წაქაძე მინისტრობის კანდიდატებს: უფალი იყოს თითოეული თქვენთაგანის მფარველი

უფალი იყოს თითოეული თქვენთაგანის მფარველი, – ასე მიმართა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ პარლამენტის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

 

„მინდა გისურვოთ წარმატებები და უფალი იყოს თითოეული თქვენთაგანის მფარველი და სრულიად საქართველოსი.მე მაქვს ერთი შეკითხვა და ერთი თხოვნა: ჩვენი ბიუჯეტი პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდზეა ორიენტირებული და კარგი იქნებოდა, თუ ადგილობრივი ბიუჯეტებიც ამ პრინციპით შექმნებოდა. თხოვნა მექნება, რომ მიმართვის დონეზეც თქვენი ჩართულობა ეფექტიანი იქნება,“- განაცხადა წაქაძემ.

 

დღეს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების სხდომა მიმდინარეობს. პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატს უსმენენ. ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო.

 

ამის პარალელურად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს.

 

23 დეკემბერს გაირკვა, რომ პარლამენტში ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი შედის.

ავტორი: Prime Time

X