
ალბათ, ცილისწამებაზე მეც უნდა შევიტანო საქმე პროკურატურაში, რადგან არც ერთი ტიპის და ბრენდის ტელეფონი არ მიმიღია პრეზიდენტ სააკაშვილისგან არასდროს, – ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ეს არის ცილისწამება, ბიბლია მომიტანონ და დავიფიცებ, ან სხვა, ალბათ ცილისწამებაზე მეც უნდა შევიტანო საქმე პროკურატურაში, რადგან არც ერთი ტიპის და ბრენდის ტელეფონი არ მიმიღია პრეზიდენტ სააკაშვილისგან არასდროს, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. სასამართლოს წინაშეც შემიძლია წარვსდგე და აღნიშნული ვთქვა. ეს მათ შორის ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ავთენტურია იმ სხვა ხარჯების ჩამონათვალი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, პროკურორმა, გიორგი მუჯირმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ დოკუმენტების თანახმად, სააკაშვილმა საჩუქრებში ჯამურად 237 000 ლარი დახარჯა.
„რამდენიმე შეგვიძლია დავასახელოთ. მაგალითად, მარიამ საჯაიასთვის შეძენილი ოქროს ძეწკვი, თინა ბოკუჩავასთვის შეძენილი „აიფონი“, ივანა მელაისთვის შეძენილი სამკაული. ასევე შვილისთვის შეძენილი მობილური ტელეფონი“, – განაცხადა პროკურორმა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















