19:43 | 2020-08-20 ავტორი: Prime Time

ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ ტაძარს ააშენებს

ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ ტაძარს ააშენებს

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაფინანსებით, აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი აშენდება, – ამის შესახებ „საპატრიარქოს უწყებანი“ ფეისბუქის გვერდზე წერს.

 

ტაძრის მშნებლობის ადგილი მეუფე თეოდორემ აკურთხა. კურთხევას ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.

მიყევით ამ ბილიკს - ახალი კადრები დენდროლოგიური პარკიდან, რომელსაც უფასოდ დაათვალიერებთ
2020-07-15მიყევით ამ ბილიკს - ახალი კადრები დენდროლოგიური პარკიდან, რომელსაც უფასოდ დაათვალიერებთ

 

„19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრისთვის განკუთვნილი ადგილი.

 

ამ ტერიტორიაზე ტაძართან ერთად იგეგმება სამრეკლოსა და ტაძრისათვის აუცილებელი სხვა ნაგებობების აშენებაც. მეუფე თეოდორე და მონასტრის დედები მადლიერებით აღნიშნავენ, რომ მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დააფინანსებს“, – ნათქვამია „საპატრიარქოს უწყებანის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

 

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით საქართველოში უკვე რამდენიმე ტაძარი აშენდა. მათ შორისაა სამების საკათედრო ტაძარი.

ავტორი: Prime Time

X