
“დღევანდელი აქცია არ არის პარტიული აქცია, დღეს უამრავ ადამიანს ნახავთ ამ მოედანზე, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს, არამხარდამჭერებსაც”,– ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
“აქ არ არის საუბარი, ვის რა პოლიტიკური სიმპათია, ან ანტიპატია გააჩნია. ჩვენ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ვიბრძვით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის.მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა პარტიის პრეზიდენტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღორძინებაში და განვითარებაში. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში. პუტინის ოცნება ამ ქვეყანაში არ ასრულდება!” -აღნიშნა უდუმაშვილმა.
დღეს “ნაცმოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციას მართავს.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓






















