
ალერგოლოგ – იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით ქვეყანაში კვლავ მძიმე ეპიდემიური სიტუაციაა, რომლიდან გამოსავალი ერთადერთი ვაქცინაციაა, მისი თქმით უკვე ვართ იმ ფაზაში, როდესაც საყოველთაო ვაქცინაცია უნდა იქნეს შემოღებული, თუმცა ამის ხელისშემშლელ ფაქტორად ის საარჩევნო პერიოდს ასახელებს.
,,ხელშემშლელი ფაქტორი არის საარჩევნო პერიოდი, რაშიც ჩვენ ვართ. იმედს ვიტოვებ, რომ არჩევნების შემდგომ მაინც იქნება ხელფეხი გახსნილი.
ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ძალიან მძიმეა დღეში 5 000-მდე ადამიანის ინფიცირება – ეს ნიშნავს 14 დღის განმავლობაში 60 000-მდე ადამიანის ინფიცირებას. ეს არის უსერიოზულესი ციფრი და აქედან ერთი პროცენტი, 600-მდე ადამიანი ამ გადაწყვეტილებით დაიღუპება.
ეს სწრაფად უნდა იყოს მიღებული, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, სანამ არ დასრულდება საარჩევნო პერიოდი”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,პალიტრანიუსის” ეთერში.























