10:42 | 2020-05-22 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა საჭიროა! – ბიძინა კულუმბეგოვი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა საჭიროა! – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ პირველის“ ეთერში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესახებ ისაუბრა, მათ შორის – საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის საჭიროებაზეც და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალე უნდა აღდგეს.

 

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისას მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების გათვალისწინება, როგორიცაა: ტრანსპორტის მოძრაობის ინტერვალი, კონტროლი, ადამიანთა ჭარბ რაოდენობაზე, ერთდროულად მგზავრობისას, ინტენსიური დეზინფექცია.

 

გადაწყვეტილება მიღებულია! - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღება შესაძლებელი გახდა
2020-05-21გადაწყვეტილება მიღებულია! - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღება შესაძლებელი გახდა

 

„გასაგებია, იყო საჭირო (საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება) იმ 2-3 კვირის განმავლობაში. ჩვენ ყველა ამას გაგებით შევხვდით, იმიტომ, რომ ყველანი მოვუწოდებდით, განსაკუთრებით ექიმები – დარჩით შინო.

 

შეიძლება ითქვას, რომ მაშინ არც იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროება.

 

ახლა ვფიქრობ, ეს დადგა და ალბათ, ფიქრობენ ჩემზე უფრო ჭკვიანი ადამიანები და მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – ამბობს კულუმბეგოვი.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X