
დღეისთვის პანდემიის მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი პირბადის გამოყენებაა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, თუ მოსახლეობა დაგვეხმარება, დაეხმარება საკუთარ თავსა და ქვეყანას, ეს პირველ რიგში პირბადის ტარებაა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია დღეისთვის, დავეხმარებით ქვეყანას პანდემიის მართვაში. დანარჩენი მხოლოდ შეზღუდვებზე გადის და რა თქმა უნდა, ვაქცინაციის ეფექტურობაზე.
ევროპის ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაცია დიდი ხნის დაწყებულია, ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ გადააჭარბა 10%-იან მაჩვენებელს. ერთადერთი, თუ გვინდა, რომ ქვეყანამ ცხოვრება გააგრძელოს და ამას არ მოჰყვეს ისევ შეზღუდვები, სერიოზული დამაზიანებელი ზემოქმედება ეკონომიკასა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ბუნებრივია, ეს არის ის, რომ პირბადით უნდა დავეხმაროთ ჩვენ თავსა და პანდემიის მართვას“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.























