
ალერგოლოგ-იმონოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მორიგ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, რუმინეთი საქართველოს „ასტრაზენეკას“ გარკვეულ დოზას საჩუქრად გადმოსცემს.
„რუმინეთი საქართველოს უახლოეს დღეებში გადასცემს „ასტრაზენეკას“ 10 000 დოზას. მადლობა ჩვენს მეგობრებს“, – წერს ექიმი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სწორედ კულუმბეგოვმა გვამცნო, რომ საქართველომ ავსტრიისგანაც მიიღო საჩუქარი.
„ავსტრიამ გვაჩუქა 5 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. ვაქცინები რამდენი წუთის წინ ჩამოვიდა საქართველოში. მადლობა ჩვენს მეგობრებს“, – დაწერა ბიძინა კულუმბეგოვმა 4 ივლისს.
ეს ინფორმაციები დაგაინტერესებთ ⇓






















