20:49 | 2021-03-01 ავტორი: Prime Time

ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინის მოლოდინში მყოფ ჭარბწონიანებს აფრთხილებს

ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინის მოლოდინში მყოფ ჭარბწონიანებს აფრთხილებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში pfizer-ის ვაქცინის შესახებ უახლეს ინფორმაციას აზიარებს.

 

 

“ფაიზერის ვაქცინა შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს ჭარბი წონის პირებში!
პ.ს. ყველა პირობა გაქვთ შექმნილი ვაქცინის მოსვლამდე წონაში დაიკლოთ”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

 

კულუმბეგოვის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია, რომ იტალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანების ორგანიზმი pfizer-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორჯერ ნაკლებ ანტისხეულებს აწარმოებს, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანი. ამის გამო ჭარბი წონის მქონე ადამიანებს შეიძლება უფრო დიდი დოზის გაკეთება დასჭირდეთ.

 

 

ამასთან, სიმსუქნე ზრდის Covid-19–ით სიკვდილის რისკს თითქმის 50% – ით, ასევე ზრდის საავადმყოფოში მოხვედრის რისკს 113%–ით.

 

კვლევა: Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ჭარბი წონის მქონე ადამიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლებ ეფექტური იყოს

ავტორი: Prime Time

X