10:02 | 2021-12-02 ავტორი: Prime Time

ბიძინა კულუმბეგოვს სურს, რომ „მწვანე ბარათი“ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ამოქმედდეს

ბიძინა კულუმბეგოვს სურს, რომ „მწვანე ბარათი“ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ამოქმედდეს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ისურვებდა, მწვანე პასპორტები საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც მოქმედებდეს.

რა ხდება საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა დაიწყოს
2021-12-02რა ხდება საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა დაიწყოს

“ის რეალური შედეგი, რაც ახლა არსებობს, რაც ძალიან სავალალო და ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რაც ქვეყანაშია. ერთი მხრივ, მწვანე პასპორტები, რომელიც დღეს ამოქმედდა გვაძლევს იმის იმედს, რომ იმ სივრცეებში, სადაც ინფექცია ყველაზე ხშირად ტრიალებს, გენერირდება და ერთი ადამიანი მეორე გადადებს, ბუნებრივია, უფრო მეტად იქნება გაკონტროლებული, თუმცა ვისურვებდი, რომ მწვანე პასპორტების მოქმედების არეალი უფრო ფართო იყოს, ის იყოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე, მოეთხოვებოდეს დასაქმებულ ადამიანებს, სადაც არის კვების ობიექტები და თუნდაც მაღაზიები.

 

მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი, სხვანაირად მწვანე პასპორტების გავლენა ეპიდემიაზე, ბუნებრივია, ისეთი თვალსაჩინო ვერ იქნება”, – განაცხადა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

 

პირველი დეკემბრიდან ქვეყანაში ე.წ მწვანე პასპორტები ამოქმედდა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ამ ბმულზე

 

ეს დაგაინტერესებთ: EXCLUSIVE: თვითმფრინავიდან შავი კუბოები, რომ ჩამოჰქონდათ, ცუდად გავხდი“ – ინგუშეთში დახვრეტილი 8 ქართველის დღემდე მიჩქმალული ამბავი

 

 

ავტორი: Prime Time

X