
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ვაქცინირებულებისა და არავაქცინირებულების სტატისტიკას აჯამებს. მისი თქმით, 7 თვის განმავლობაში გარდაიცვალა 5 469 აუცრელი და 57 ვაქცინირებული ადამიანი.
„2021 წლის 15 მარტიდან 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა: 5 469 აუცრელი ადამიანი, 57 ვაქცინირებული ადამიანი.
ვაქცინების ჯამური ეფექტურობა: 60 წლამდე – 99%, ხოლო 60 წლის ზემოთ 97%. 2021 წლის 7 ნოემბერს კოვიდით გარდაიცვალა 74 ადამიანი. ჩვენ შეგვეძლო დღეს გადაგვერჩინა 72 ადამიანის სიცოცხლე!“, – წერს ექიმი სოცქსელში.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















