
Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა გერმანულ გამოცემა Handelsblatt-სთან ინტერვიუში კაცობრიობის სამი უმნიშვნელოვანესი გამოგონება დაასახელა.
გეიტსმა კორონავირუსის ვაქცინებს ისტორიაში ყველაზე დიდი სამეცნიერო მიღწევა უწოდა.
„ვაქცინებმა იმედი მოგვცა, რომ ამ წელს პანდემიას დავამარცხებთ“,- განაცხადა გეიტსმა.
მისივე თქმით, მიღწევებს შორის მეორე ადგილზე მიკროპროცესორის გამოგონებაა. Microsoft-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მიკროპროცესორმა შესაძლებელი გახადა პერსონალური კომპიუტერის გამოგონება და ბიძგი მისცა ინოვაციების ტალღას, რომელიც უკვე 50 წლის განმავლობაში შეუჩერებლად მიიწევს წინ.
როგორც გეიტსმა აღნიშნა, მესამე ადგილს,„მწვანე რევოლუცია“ იკავებს. ეს გულისხმობს გასული საუკუნის შუა პერიოდში განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობის ცვლილებების კომპლექსს, რამაც მოსავლიანობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.























