00:57 | 2020-10-02 ავტორი: Prime Time

ბილეთები ანულირებულია – საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, დაესწრება თუ არა მაყურებელი საქართველო-ბელარუსის მატჩს

ბილეთები ანულირებულია – საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, დაესწრება თუ არა მაყურებელი საქართველო-ბელარუსის მატჩს

ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, საქართველო-ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია და გულშემატკივარმა ფულის დასაბრუნებლად TKT-ს უნდა მიმართონ.

 

მათი განმარტებით, ამის მიზეზი UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, მატჩებზე დასწრება სტადიონის ტევადობის შესაბამისად, გულშემატკივართა მაქსიმუმ 30 პროცენტს შეუძლია.

ომი და ფეხბურთი - საქართველოსთან თამაშის წინ, ნაკრების კაპიტანი ომში წავიდა
2020-10-01ომი და ფეხბურთი - საქართველოსთან თამაშის წინ, ნაკრების კაპიტანი ომში წავიდა

 

ფედერაციაში განმარტავენ, რომ UEFA-მ მატჩებზე გულშემატკივრის დასწრება დაუშვა, მაგრამ გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ უნდა მიიღოს. მათთვის ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა გულშემატკივრები მატჩზე დასწრებას და ბილეთების ხელახლა შეძენას.

 

“რაც შეეხება 8 ოქტომბრის მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, ღია სივრცეში სპორტულ ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა.

 

უეფას გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან თამაშზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ”,- აცხადებენ ფედერაციაში.

ავტორი: Prime Time

X