
პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა და მის მიერ სამგზავრო ბილეთის გამოქვეყნება პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილია.
„სააკაშვილს ბილეთი ადრეც გამოუქვეყნებია, ბილეთის გამოქვეყნება არაფერს ნიშნავს. ეს არის პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილი. სააკაშვილი ამით ორ ამოცანას წყვეტს, ერთი, რომ მობილიზებას ახდენს თავის ამომრჩევლის და მეორე, ხელისუფლების გარკვეულ წრეებში დემორალიზება შეაქვს.
ის ჩამოვა მხოლოდ მაშინ, თუ საკმარისი პირობები შეიქმნება იმისათვის, რომ რამდენიმე დღით მაინც შესაძლებელი გახდეს საქართველოში გარკვეული მოქმედებების დაწყება, მას ასეთი პირობების შექმნის იმედი აქვს არჩევნებისთვის, ეს პოლიტიკური ტაქტიკაა, მეტი არაფერი“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა და ჩამოსვლის დასტურად კიევი-თბილისის სამგზავრო ბილეთი გამოაქვეყნა.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















