
მეუფე ანტონი, რომელიც დასავლეთის კრიტიკით გამოირჩევა და აღნიშნავს, რომ საეკლესიო პირებს ბიუჯეტიდან მხოლოდ 59 თეთრი ერგებათ, შემდეგ ქონებას ფლობს:
148,000 დოლარის ღირებულების ბინას თბილისში;
42,000 კვ.მ მიწის ფართობს წავკისში;
656 კვ.მ მიწას წავკისში;
– მეუფე ანტონის ქონებრივი მდგომაროება „აი ფაქტის” ჟურნალისტებმა შეისწავლეს.
მიტროპოლიტს აქვს წილები 8 კომპანიაში და ხელმძღვანელობს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ 5 ორგანიზაციას.
კომპანიების ნაწილი სამშენებლო საქმიანობას ეწევა, ნაწილი კი სუვენირებით ვაჭრობს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვებიდან მის კომპანიებს მიღებული აქვს 38, 152 ლარი.
























