20:54 | 2021-08-10 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბინაზე დარჩენილი ავადმყოფიდან ნაწილი არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ცერცვაძე

ბინაზე დარჩენილი ავადმყოფიდან ნაწილი არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ცერცვაძე

„მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან, ნაწილი არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით“ – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

სააკაშვილმა აცანცარებული მიწოდა, აცანცარება და ცანცარი რომელს უფრო შეგვეფერება ხალხმა გადაწყვიტოს - ცერცვაძე
2021-08-10სააკაშვილმა აცანცარებული მიწოდა, აცანცარება და ცანცარი რომელს უფრო შეგვეფერება ხალხმა გადაწყვიტოს - ცერცვაძე

 

მისივე თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ამავე დროს, სერიოზული ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს შემთხვევების ძალიან მაღალი რიცხვის შენარჩუნებას.

 

„კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ასევე, ჯანდაცვის სისტემას, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ ვიცი კიდევ ვის ხელეწიფება, გააკონტროლოს ადამიანები, რომელთაც აქვთ კოვიდის მსუბუქი ფორმა, 12 დღის მანძილზე დაიცვან თვითიზოლაციის პრინციპი, არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ სახლი, არ გამოვიდნენ ქუჩაში, არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

 

ისინი სტუმრადაც კი მიდიან და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას. თუკი ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი არ აღმოიფხვრა, პირბადეების ტარება რომც კარგად გავაკონტროლოთ, მაინც გაგვიჭირდება ახალი შემთხვევების კონტროლი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X