19:50 | 2021-07-30 ავტორი: Prime Time

ბინაზე ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია – ნახეთ, ვის ეხება ის

ბინაზე ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია – ნახეთ, ვის ეხება ის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, თუ ვის შეუძლია ბინაზე ვაქცინის გაკეთება.

კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 200 მილიონს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გადააჭარბებს - ჯანმო 
2021-07-30კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 200 მილიონს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გადააჭარბებს - ჯანმო 

 

„ბინაზე აცრა მობილური ჯგუფების საშუალებით არის მხოლოდ საწოლს მიჯაჭული ისეთი პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადება, არიან მწოლიარე და მათი გადმოყვანა სამედიცინო დაწესებულებაში ვერ ხერხდება.

 

ამ მოქალაქეებისგან ჩვენ ვიღებთ დიდი ხანია 15 22-ზე შეტყობინებებს ვაქცინაციის ბინაზე ჩატარებასთან დაკავშირებით და მიმდინარე პერიოდში ტარდება ვაქცინაცია “სინოფარმითა” და “სინოვაკით“, თუმცა სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ეს “ფაიზერის” და “ასტრაზენეკასვაქცინაზეც გავრცელდეს.

 

მობილური ჯგუფი მიდის ბინაზე სასწრაფო გადაუდებელ დახმარების სამსახურთან ერთად, ბინაზე ტარდება ვაქცინაცია, იქ რა თქმა უნდა, დაკვირვების პერიოდიც არის გათვალისწინებული. აჭარაც გააქტიურებს ამ სერვისს მოკლე ხანში და ასევე, შესაძლებელი იქნება სხვა რეგიონებშიც,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავტორი: Prime Time

X