
დეველოპერული სექტორის გააქტიურებამ გასაყიდი ბინების არჩევანი თბილისში ერთიორად გაზარდა. უძრავი ქონების მაძიებელს მისი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვს სასურველი ბინის შესაძენად. პანდემიის პირობებში სხვადასხვა სახლის სანახავად მისვლა, მაინცდამაინც კარგი იდეა არ არის, თუმცა, როცა არსებობს ისეთი ონლაინ პლატფორმა, როგორიც Area.ge -ია, სანერვიულო არაფერია.
არეამ ბინის ყიდვა-გაყიდვის სრული ციკლი ციფრულ სივრცეში გადაიტანა და ბევრად გაამარტივა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესი, ძიებიდან დაწყებული შეძენა- გადაბარგებით დასრულებული.
თუ თბილისში ბინების ყიდვა-გაყიდვით ხართ დაინტერესებული Area.ge თქვენი მეგზური აუცილებლად უნდა გახდეს.
Area.ge – ბინების ყიდვა-გაყიდვის ყველაზე დიდი პლატფორმა
როგორც უკვე აღინიშნა, Area.ge უძრავი ქონების პლატფორმაა, რომელიც გასაყიდი, გასაქირავებელი, დასაგირავებელი უძრავი ქონების შესახებ არსებული განცხადებების სიმრავლით გამოირჩევა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არეა მაძიებელს აძლევს ყველაზე დიდ შანსს, იპოვოს ზუსტად მის მოთხოვნებზე მორგებული ბინები თბილისში.
უძრავი ქონების საიტზე ბინის მოძებნას განსაკუთრებული ტექნიკური უნარები არ სჭირდება, მარტივი ინტერფეისი და კატეგორიების ფილტრაცია აადვილებს ძებნის პროცესს. მოსახერხებელი ნავიგაცია ერთ წუთში გადაგიშლით თვალწინ თქვენს მიერ შერჩეული ბინის ადგილმდებარეობას, რათა განსაზღვროთ რამდენად ხელსაყრელია თქვენთვის ის კონკრეტული ლოკაცია.
რა ეტაპებია გასავლელი ბინის შეძენამდე?
პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ, ერთიანი თანხით აპირებთ ბინის შეძენას, თუ იპოთეკური სესხით. თუ აღმოჩნდება, რომ იპოთეკური სესხი გჭირდებათ, შეგიძლიათ, სესხი დისტანციურად მოითხოვოთ Area.ge -დან.
არეაზე შეგიძლიათ შეავსოთ უმარტივესი ფორმა პირადი მონაცემებით, მიუთითეთ სესხის თანხა და გადათვალეთ რამდენის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად, როგორი იქნება გადახდის გრაფიკი და გააგზავნეთ სესხის მოთხოვნა. ბანკის წარმომადგენელი, 1-3 სამუშაო დღეში დაგიკავშირდებათ და დაასრულებს სესხის აღების პროცედურას.
სანამ სესხის საკითხს აგვარებთ, პარალელურ რეჟიმში აუცილებლად დაინტერესდით თქვენი პოტენციური ბინის საბუთებით, მოითხოვეთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც ნათლად იქნება ნაჩვენები რაიმე ტიპის დავალიანება, ყადაღა ან ვალდებულება ხომ არ აქვს უძრავ ქონებას.
თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, შემდეგ გადადით უკვე ნასყიდობის ხელშეკრულების მომზადებაზე. უმჯობესია, ამ საქმეში იურისტი ჩართოთ, რომ ყველა ოპერაცია კანონის სრული დაცვით განხორციელდეს.






















