00:10 | 2020-05-30 ავტორი: Prime Time

ბიჭმა დახატა არსება, რომელიც სიზმრებში ევლინება – მშობლებმა მღვდელს მიმართეს

ბიჭმა დახატა არსება, რომელიც სიზმრებში ევლინება – მშობლებმა მღვდელს მიმართეს

სოციალურ ქსელ Reddit-ის მომხმარებელი ნიკით megs_wags-ი ამერიკის შტატ ოკლაჰომადან საგანგაშო ისტორიას ავრცელებს. ის ყვება, როგორ შეატყობინა მშობლებს საკუთარი პრობლემის შესახებ. ხმები   

ხმები ჩამესმოდა, ჯვარი მოიხსენი, უნდა დაგახრჩოთო - ცნობილი ქართველი დიზაინერის გულახდილი ინტერვიუ
2020-04-30ხმები ჩამესმოდა, ჯვარი მოიხსენი, უნდა დაგახრჩოთო - ცნობილი ქართველი დიზაინერის გულახდილი ინტერვიუ

 

ბოლო რამდენიმე წელია ბიჭი ე.წ. ძილის დამბლით იტანჯება. ეს არის მდგომარეობა, როცა დაძინებისას, ან გაღვიძებისას ადამიანს ჰალუცინაციები ემართება და შიში იპყრობს.

 

ირკვევა, რომ ბიჭი არაერთხელ შეეცადა დედ-მამისთვის აეხსნა, რა ემართება, მაგრამ დიდად არ გამოსდიოდა. ამიტომაც გადაწყვიტა დაეხატა მორიგი „დამბლის“ დროს რა მოეჩვენა.

 

მან უცნაური არსება დახატა გრძელი ბრჭყალებით და ფართო კბილებით.

 

 

 

შევეცადე დამეხატა, რა დავინახე გასულ ღამეს ჩემს საწოლთან

– Agomegs_wags

 

 

როგორც ჩანს მშობლებმა ბიჭს ვერ ამ შემთხვევაში გაუგეს. ისინი ღრმად მორწმუნე კათოლიკები არიან. მათ ძალიან შეეშინდათ ნახატზე გადმოტანილი არსების.

 

ისინი ფიქრობენ, რომ მათ შვილს დემონები დაეპატრონენ. ახლა ისინი ბიჭს ძალას ატანენ, რომ მღვდელს დაელაპარაკოს, დასაძინებლად წასვლის დროს ნაკურთხი წყალი მიიპკუროს, მღვდელმა კი სახლი აკურთხოს.

 

 

ავტორი: Prime Time

X