19:08 | 2020-04-01 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ხალხს – სააკაშვილის მიმართვა

ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ხალხს – სააკაშვილის მიმართვა

მზად ვარ ევროპიდან ჩამოვიყვანო 5 ათასი ადამიანი, მოვილაპარაკე კარანტინზე, კარანტინი არაფერი არ დაგიჯდებათ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

 

„მივმართავ საქართველოს მთავრობას, ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ხალხს. საელჩომ გამოაცხადა, რომ ბილეთები გაიყიდებოდა იაფად. მივიდნენ აეროპორტში და აღმოჩნდა, რომ მარტო 25 ბილეთი გაიყიდა და დანარჩენი ნაცნობობით გადანაწილდა.

 

და საერთოდ მზად ვარ ევროპიდან ჩამოვიყვანო 5 ათასი ადამიანი, მოვილაპარაკე კარანტინზე, კარანტინი არაფერი არ დაგიჯდებათ. “, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

ბულგარეთიდან სამშობლოში ჩარტერული რეისით საქართველოს 92 მოქალაქე დაბრუნდა

 

ასევე, საზღვარგარეთიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X