
ნიკა ღვინჯილიას, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდება რამდენიმე დღეში 88 000 ლარი შეუგროვეს. ამის შესახებ ნიკასთვის სპეციალურად შექმნილ ჯგუფში მისი მეგობრები წერენ.
„2 000 კაციან ჯგუფში სასწაული ამბები ხდება, წარმოიდგინეთ უფრო მეტნი რომ ვიყოთ რა მოხდებოდა გთხოვთ მოიწვიეთ თქვენი მეგობრები ჯგუფში, ყველამ რომ გააზაიროს ნიკას შესახებ ინფორმაცია უფრო და უფრო მალე ავაგროვებთ საჭირო თანხას!
ეს არის ყველაზე ძვირფასი მხარდაჭერა! მადლობა რომ ხართ ჩვენს გვერდით და ასე ვაძლიერებთ ერთმანეთს #ნიკასთვის ბილაინიდან ზარის ღირებულება არის 1 ლარი 0901701542“
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 32 წლის ნიკოლოზ ღვინჯილიას საზოგადოების დახმარება სჭირდება.
მას გულის უკმარისობა აქვს და იმისთვის, რომ სიცოცხლის გაგრძელება შეძლოს, გულის გადანერგვა სჭირდება.
ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას ისიც ამძიმეს, რომ ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაუკეთონ, თუმცა, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
მისი დიაგნოზი დილატაციური კარდიომიოპათია FZSLOO ექსტრა-პარა ან ინტრაკორპოლური VAD-ის (პარკუჭის დამხმარე მოწყობილობა).
ნიკოლოზ ღვინჯილიას მხარდასაჭერად ყველა ასაკის, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი, თუ უცნობი ადამიანები გაერთიანდნენ.























