
ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში ადგილობრივმა პანსიონატში მცხოვრები ორი რუსი ტურისტი დაჭრა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, გუდაუთაში მცხოვრებმა დიმიტრი ფილიამ, რესტორანში ჩხუბის შედეგ, რუსეთის ორ მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ერთ-ერთი მათგანი სამჯერ დაჭრა, მეორეს კი 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. დაჭრილი ტურისტები ოკუპირებული გაგრის საავადმყოფოში იმყოფებიან.
ასხლეტილი ტყვიით ასევე დაიჭრა თავად დიმიტრი ფილიაც.
იგი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არაერთხელ არის ნასამართლევი.
დაგაინტერესებთ:
ავტორი: თეა შონია






















