16:17 | 2020-05-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

Bloomberg-ი – კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, კიდევ 2 წელს გაგრძელდება

Bloomberg-ი – კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, კიდევ 2 წელს გაგრძელდება

კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას bloomberg-ი ავრცელებს.

 

ექსპერტების ინფორმაციით, ეპიდემია კონტროლს მანამ არ დაექვემდებარება, სანამ მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედს იმუნიტეტი არ გამოუმუშავდება.

 

მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის ანგარიშის თანახმად, იმის გამო, რომ ინფექციას ადამიანიდან ადამიანზე გავრცელდება შეუძლია, მისი კონტროლი რთულია.

 

სიმპტომების გამოვლენამდე, შესაძლოა, ადამიანები ყველაზე გადამდებები იყვნენ.

 

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, ტალღებით გაგრძელდება და 2022 წლამდე გასტანს.

 

„ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რისკების შესახებ კომუნიკაციის სტრატეგია უნდა მოიცავდეს იმ კონცეფციას, რომ ეს პანდემია მალე არ დასრულდება და რომ ადამიანები მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაავადების შესაძლო პერიოდული აღმავლობისთვის მზად უნდა იყვნენ“, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X