21:32 | 2021-08-28 ავტორი: ნინი ტაველიძე

კოვიდგადატანილების იმუნიტეტი უფრო ძლიერია თუ ვაქცინირებულების? – Bloomberg-ი კვლევას აქვეყნებს

კოვიდგადატანილების იმუნიტეტი უფრო ძლიერია თუ ვაქცინირებულების? – Bloomberg-ი კვლევას აქვეყნებს

ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების დელტა შტამით დაინფიცირების რისკი, რომლებმაც კოვიდ ინფექცია უკვე გადაიტანეს, ბევრად დაბალია, ვიდრე Pfizer/BioNTech-ით ორმაგად ვაქცინირებულების.

 

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ გამომუშავებული ე.წ. ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინაციის შედეგად მიღებული. ასევე, მეცნიერების თქმით,  Pfizer-BioNTech-ით სრულად ვაქცინირებული ადამიანების კოვიდის დელტა შტამით ინფიცირების შანსი 6-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე მათი, ვინც იმუნიტეტი ბუნებრივად გამოიმუშავა.

 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ კოვიდგადატანილებისთვის ვაქცინის ერთი დოზით იმუნიზაციაც კი, ვირუსის მიმართ იმუნიტეტს საგრძნობლად ზრდის.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X