
წალენჯიხაში მეორე ტური ოპოზიციის კანდიდატმა მოიგო. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც თვითმმართველობის მეორე ტურში გაიმარჯვა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ხარჩილავაა.
წინასწარი შედეგებით, მან ხმების 51.10 % მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გოგა გულორდავამ კი — 48.90%.
ოპოზიციის ბრალდებებს, რომ არჩევნები გაყალბდა „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა:
„ბოდიში და არჩევნები წალენჯიხაშიც გაყალბდა? თუ მანდ რა მოხდა, ნიჩურტი ჰქონდათ?, – დაწერა დეპუტატმა სოცქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
შესაძლებელია, საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება – ალექსანდრე გოგინავა
„კორონა თუ არა ეს უმსგავსო ადამიანები ნამდვილად მოგვკლავენ“ – ნინი ქარსელაძე
VIDEO: ბევრი ვიტირე… – ხათუნა ჟორდანიამ პირველად თქვა, რომ ქეთა თოფურიაზე ეჭვიანობდა






















