
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა არაერთხელ დაუანონსებია. მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა თუ ოპოზიციაში კომენტარებიც ბევრჯერ გაკეთდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ბოლოს 2 ოქტომბრის საღამოს დააანონსა. მან სოციალურ ქსელში ბილეთებიც გამოაქვეყნა. დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსით:
„დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
ამ ფაქტს გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე. როგორც მდინარაძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია.
„დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ეს კაცი არის მაიმუნი. ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, ახლა სადღაც შემძვრალია და იმალება და რაღაცებს გეგმავს მეორე თუ მესამე ტელეფონით. უკრაინა არ დაუტოვებია. არათუ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყენაშიც არ არის“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გავრცელებული ვიდეოები ყალბია.
ასევე ნახეთ:























