13:41 | 2021-03-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბოდიში, მაგრამ ქუთაისიდან თბილისში სამი დღე რომ წაჰყვა, რა ეგონა, ჭადრაკის სათამაშოდ მიჰყავდა?! – გოგი წულაიას მეგობარი

ბოდიში, მაგრამ ქუთაისიდან თბილისში სამი დღე რომ წაჰყვა, რა ეგონა, ჭადრაკის სათამაშოდ მიჰყავდა?! – გოგი წულაიას მეგობარი

გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მეგობრის, ლევან ჟღენტის თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა წულაიამ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მიმართა.

 

VIDEO: ასე დახვდა თენგიზ ცერცვაძე პრეზიდენტს ინფექციური საავადმყოფოს ეზოში
2021-03-18VIDEO: ასე დახვდა თენგიზ ცერცვაძე პრეზიდენტს ინფექციური საავადმყოფოს ეზოში

 

„ბატონმა გოგიმ შიმშილობა დაიწყო, მას სურს, მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ბოდიში, მაგრამ ქუთაისიდან თბილისში სამი დღე რომ წაჰყვა რა ეგონა, ჭადრაკის სათამაშოდ მიჰყავდა?!“ – განაცხადა წულაიას მეგობარმა, ლევან ჟღენტმა „მთავართან“ საუბარში.

 

პოლიტიკოსი გოგი წულაია გუშინ დააკავეს, მას გამოძიება მეგობარ ქალზე ძალადობას ედავება.

 

 

დაზარალებული ქალის პირველი კომენტარი – გოგი წულაიას საქმე

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X