19:19 | 2020-05-23 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ბოდიში მოიხადეს“ – საგარეო საქმეთა სამინისტრო Tik-Tok-ზე

„ბოდიში მოიხადეს“ – საგარეო საქმეთა სამინისტრო Tik-Tok-ზე

სოციალურ პლატფორმა Tik-Tok-ზე არსებული ხარვეზი აღმოფხვრილია, ვებ-გვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული.

 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით უწყებამ აქტიური მუშაობა ჩაატარა ჩინურ მხარესთან, როგორც თბილისში, ასევე პეკინში.

 

„საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურმა აპარატმა, ისევე როგორც ჩვენმა საელჩომ ჩინეთში, ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე.

 

Tik-Tok-ზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებს შორის აღარ არიან
2020-05-22Tik-Tok-ზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებს შორის აღარ არიან

 

შეხვედრები გაიმართა თბილისსა და პეკინში, მათ შორის, ჩვენი ელჩი კომპანიის ხელმძღვანელობას ჩინეთში შეხვდა. რა დროსაც მათ ბოდიში მოიხადეს აღნიშნული ხარვეზის გამო და დაგვპირდნენ, მის მალევე გამოსწორებას.

 

ზოგადად საგარეო უწყება ყოველთვის რეაგირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე.

 

არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სამინისტროს და საელჩოების ძალისხმევით გამოსწორებულა ამა თუ იმ სუბიექტისა და ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია.

 

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჩავები საქმიანობის უმთავრესი ნაწილია” – აცხადებენ უწყებაში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X