13:04 | 2021-11-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ბოდიშს გიხდით, რომ ალიონკას იუბილეზე ვერ მოვედი“ – რას წერს სააკაშვილი ციხიდან გორდონს 

„ბოდიშს გიხდით, რომ ალიონკას იუბილეზე ვერ მოვედი“ – რას წერს სააკაშვილი ციხიდან გორდონს 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის პენიტენციალური დაწესებულებიდან წერილი დიმიტრი გორდონსაც მისწერა.

 

წერილის შინაარსი ასე გამოიყურება:

 

„პირველ რიგში ალიონკას ვულოცავ იუბილეს და ბოდიშს გიხდით, რომ ვერ მოვედი.

 

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. მე ვიმყოფები უვადო შიმშილობაში და არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტ სანამ ვარ ციხეში.

 

ბოდიში და არჩევნები წალენჯიხაშიც გაყალბდა, თუ მანდ ნიჩურტი ჰქონდათ? - ალეკო ელისაშვილი
2021-11-02ბოდიში და არჩევნები წალენჯიხაშიც გაყალბდა, თუ მანდ ნიჩურტი ჰქონდათ? - ალეკო ელისაშვილი

 

ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სიტუაციის და უსამართლობის შესახებ ხშირად ილაპარაკოთ და ყველას შეახსენოთ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მადლობა კიდევ ერთხელ და იმედი მაქვს, რომ ოდესმე ამ პატივისცემას გადაგიხდი, გეხუტები!“

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X