
ექიმი, გიორგი ღოღობერიძე, facebook გვერდზე ერთ-ერთ გადაცემაში გასულ სიუჟეტს აქვეყნებს. როგორც მისი პოსტიდან ვიგებთ, ის ნაწყენია რადგან ფიქრობს, რომ დღემდე ყველაფერს ხალხის დასახმარებლად აკეთებს.
„მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე. „პრაიმშოუს” გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს…
ჩემ გარდა, კოვიდ პანდემიის დროს, ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს… არადა არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც-ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა.
რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ “რეზიდენტის” სტატუსით გამოვდიოდი! მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება“,- წერს გიორგი ღოღობერიძე.
გავრცელებული ჩანაწერის შემდეგ, გიორგის უამრავი ადამიანები ამხნევებს.
- „ძალიან უხერხულია! მხარდაჭერა გიორგი ღოღობერიძეს, ძალიან ნიჭიერ ადამიანს“
- “ბოღმის საჯაროდ ნთხევის მასტერკლასი ჩატარებულია”
- „ნინო ნადირაძეს – კლინიკური წარსულია საინტერესო, განსაკუთრებით კლინიკური მენეჯმენტის რანგში“.
- „პანდემიის დროს საჭირო ინფორმაციის გავრცელება იყო ჰუმანური და სოციალური აქტი და მეტი სიფრთხილე ჰმართებს ყველას, ვინც განათლებას და ახალ თაობას ამ ფორმით ებრძვის“.
- „მთელი გულით გული მერევა ამ გადაცემაზე. გიორგი გვიყვარხარ და გვეამაყები“
- „ვაი, ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!” გიორგი ღოღობერიძე შენი ნიჭის და განათლების მქონე ბევრი ექიმი არ არის, ასე რომ ნუ გეწყინება გიორგი შენი კარგი ადამიანობა ვერ მოუთმენიათ“
- „ჩემი პატივისცემა შენ გიორგი ღოღობერიძე. ვინც არ იცის, ეს ის ბიჭია, რომელსაც ჯერ კიდევ პირველ კურსზე შეეძლო სრულიად კომპეტენტურად გაეცა ბევრი რჩევა და რეკომენდაცია“
- „ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები“
- „ამ ლიცენზიით, ნიშნებით, ატესტატებითა და მსგავსი ქაღალდის ნაგლეჯებით რომ ისაზღვრება ამ ქვეყანაში ყველაფერი, ამიტომაც ვერ გაურჩევია ბევრ თქვენს „ლიცენზირებულ” ექიმს ვირუსი და ბაქტერია, ანტივირუსული მედიკამენტი და ანტიბიოტიკი ერთმანეთისგან და ა.შ“.






















